ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „მილანმა” გაავრცელა. „წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი ძლიერები უნდა ვიყოთ. ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია“- აღნიშნულია კლუბის სამძიმრის წერილში ფრანკო ბარეზიმ იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა. მას… The post ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →