სიახლე

ესპანეთში ათასობით მიგრანტი შევიდა

მედიაცენტრი

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიარაღებული ძალების 60 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო გვარდიის 30 თანამშრომელი განათავსოს. „შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას დაეხმარებიან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში და სხვა საჭირო მოქმედებების შესრულებაში, რათა ქალაქ სეუტაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – აცხადებენ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სეუტის პრეზიდენტის, ხუან ხესუს ვივასის მოწოდება მადრიდისადმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო რეჟიმის შემოღების ნაცვლად, წესრიგისა და უსაფრთხოების აღსადგენად ადგილზე სამხედროების გაგზავნა არჩია. ვითარება მას შემდეგ დაძაბა, რაც მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. The post ესპანეთში ათასობით მიგრანტი შევიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი