სიახლე

ოკუპირებულ დონეცკში ქართველ მებრძოლს, კახაბერ ამირანაშვილს დაუსწრებლად 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

GuriaNews

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილს პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. „2022 წლის გაზაფხულზე ის უკრაინაში ჩავიდა და „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში გაწევრიანდა. ასევე, გაიარა სამხედრო მომზადება, […] The post ოკუპირებულ დონეცკში ქართველ მებრძოლს, კახაბერ ამირანაშვილს დაუსწრებლად 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილს პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.

„2022 წლის გაზაფხულზე ის უკრაინაში ჩავიდა და „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში გაწევრიანდა. ასევე, გაიარა სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც 2022 წლის ივლისამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას“, – წერს რუსული მედია.

საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

The post ოკუპირებულ დონეცკში ქართველ მებრძოლს, კახაბერ ამირანაშვილს დაუსწრებლად 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი