ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი დაჭრა. შემთხვევის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
შსს-ში განმარტეს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს და დაჭრის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.