,,აშშ ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის უფლებას არ აძლევს” – ისრაელ კაცი
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, შეერთებული შტატები ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანაში. მინისტრის განმარტებით, ვაშინგტონის პოზიცია გლობალური ენერგოკრიზისის თავიდან აცილების სურვილით არის განპირობებული. „ძალიან გვსურს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის განხორციელება. ამჟამად შეერთებული შტატები ამას არ ამტკიცებს, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას განახორციელებს, რაც ნავთობის გლობალურ კრიზისს გამოიწვევს“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საკმარისი შესაძლებლობები ირანის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და მზადაა, თეირანი „40 წლით უკან დახიოს“. The post ,,აშშ ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის უფლებას არ აძლევს” – ისრაელ კაცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →