,,რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“ -აბას არაღჩი ზელენსკიზე
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები და მას „უკრაინული რეჟიმის ირაციონალური და მტრული მიდგომა“ უწოდა. თეირანის ცნობით, იერიშის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ოფიციალური თეირანის განცხადებით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება კიევს, მის მხარდამჭერებსა და წამქეზებლებს. მომხდარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საკითხი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. „ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა.… The post ,,რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“ -აბას არაღჩი ზელენსკიზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →