სააგენტო "პარალელი"
“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში ერეკებიან ნულოვანი თანაგრძნობით” – ლელა ჯეჯელავა
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებს აძლევს:
“ნოდარ დუმბაძის შვილიშვილს, ნოდარ თოფურიძეს შესევიან ქოცები და უშვერი პირით ლანძღავენ მხოლოდ იმის გამო, რომ დაწერა: ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან დიდი პროვოკაციაა ან იდიოტიზმიო.
ნოდარ დუმბაძის “შეურაცხყოფა” ვერ აიტანეს ქოცებმა
სინამდვილეში პატარა კახიც ფეხზე ჰკიდიათ, ილია ჭავჭავაძეც, ნოდარ დუმბაძეც და გარეჯიც.
ხვალ რომ დაჭირდეთ საფლვებიდან მათ ძვლებს ამოყრიან კუჭის ამოსაძღებად.
კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში ერეკებიან ნულოვანი თანაგრძნობით. ასეთია მათი “ნაოცნებარ” ნაქოცარი საქართველო!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“კრიმინალი ქუჩაში თავისუფლად თარეშობს და წერა-კითხვის გამართულად მცოდნე თუ კიდევ ვინმე დარჩა ქვეყანაში, ციხეებში ერეკებიან ნულოვანი თანაგრძნობით” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი