დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა
„სამწუხაროდ, დაიღუპა კიდევ ერთი 17 წლის დიუშენის პაციენტი. შეიძლება, ჩვენც რამე დავაკელით” – წერს სოციალურ ქსელში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი. 17 წლის საბა მაკარაშვილი, რომელიც დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ებრძოდა, ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ, ნარკოზულ მდგომარეობაში გარდაიცვალა. მომხდარს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გამოეხმაურა. „პაციენტი გარდაიცვალა ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ ნარკოზულ მდგომარეობაში. საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ მოკლე ვადებში დაადგინონ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. ვუსამძიმრებთ და სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. The post დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →