ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა სადავო საკითხებზე კომპრომისი იპოვეს და შეთანხმდნენ, რომ ნავთობის ფასის ზედა ზღვარი კიდევ 12 თვით შენარჩუნდება, რაც რუსეთის ნავთობის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. იმ დროს, როცა უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები განაგრძობს რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში. მან ასევე განმარტა, რომ ახალი პაკეტით ტრანზაქციების აკრძალვის სიაში დაემატება კიდევ 32 რუსული ბანკი, კრიპტოფირმები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები. ევროკავშირის დიპლომატის თქმით, მიღწეული… The post ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →