სიახლე

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება

მედიაცენტრი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის გამწვავების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მკვეთრად ძვირდება. ლონდონის ბირჟაზე ორშაბათს დილით, სექტემბრის მიწოდების ბრენტის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა 90.8 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვის მაჩვენებელზე 2.8%-ით მეტია. პარალელურად ძვირდება ამერიკული ნავთობიც 20 ივლისს მონაცემებით, დასავლეთ ტეხასური მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 2.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 84.7 დოლარი შეადგინა. ფასების მორიგი ზრდა რეგიონში სამხედრო მოქმედებების გააქტიურებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე თავდასხმებს აგრძელებს. The post აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ნავთობის ფასი იზრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი