თუშეთში სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდზე გადასასვლელს წყლის ნაკადმა საყრდენი გამოაცალა
თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან. ,,თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიკურია. შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო… The post თუშეთში სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდზე გადასასვლელს წყლის ნაკადმა საყრდენი გამოაცალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →