90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, ბავშვობის ასაკში, რამდენიმე წლის განმავლობაში, თანასოფლელი სრულწლოვანი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა. ის, ასევე, გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
The post ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს appeared first on TTimes.GE.