სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში – შპს “კობი თევზი” ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →