სიახლე

მოლდოვამ და ევროკავშირმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კიდევ ერთი მე-6 კლასტერი გახსნეს

მედიაცენტრი

,,მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ევროპულ გზაზე”, – ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, მე-6 კლასტერი – საგარეო ურთიერთობები – მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ასევე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობას და ჰუმანიტარულ დახმარებას. „ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხო, ძლიერ და აყვავებულ მომავალთან აახლოებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. The post მოლდოვამ და ევროკავშირმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების კიდევ ერთი მე-6 კლასტერი გახსნეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი