სიახლე

ტაილანდში ბარში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ბანგკოკის ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა დაადასტურა, რომ მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უკვე 27 ცხედარი ამოასვენეს, თუმცა რამდენიმე პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს, თუმცა, სწრაფი გავრცელების გამო, შედეგი დამანგრეველი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგამომრთველთან მომხდარი აფეთქება გახდა, რაზეც ბარში მყოფი მუსიკოსის ჩვენებაც მოწმობს: „მან თქვა, რომ ხანძარი გამომრთველთან იყო და ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იყო აფეთქებები და ყველა ცდილობდა კვამლისა და ცეცხლისგან გაქცევას“- განაცხადა ანუტინ ჩარნვირაკულმა The post ტაილანდში ბარში გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი