სიახლე

საქართველოს ორი რეგიონი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება

GuriaNews

ტკი­პას ნაკ­ბე­ნი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს ინ­ფი­ცი­რე­ბას, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბა­ზე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლეც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, რო­დე­საც ტკი­პე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. რა და­ა­ვა­დე­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ ტკი­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ და რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბია სა­გან­გა­შო – ამ კი­თხვებს „დი­ლის პა­ლიტ­რა­ში“ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ უპა­სუ­ხა. _ ეს სე­ზო­ნი, აპ­რი­ლის […] The post საქართველოს ორი რეგიონი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ტკი­პას ნაკ­ბე­ნი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს ინ­ფი­ცი­რე­ბას, თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბა­ზე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლეც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, რო­დე­საც ტკი­პე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. რა და­ა­ვა­დე­ბებს ავ­რცე­ლე­ბენ ტკი­პე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ნაკ­ბე­ნის შემ­დეგ და რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბია სა­გან­გა­შო – ამ კი­თხვებს „დი­ლის პა­ლიტ­რა­ში“ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ უპა­სუ­ხა.

_ ეს სე­ზო­ნი, აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე – ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ტკი­პე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბუ­ნე­ბა­ში ხში­რად გვი­წევს ხოლ­მე, ვთქვათ, ფეხ­სახ­სრი­ან მწე­რებ­თან შეხ­ვედ­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა მო­ვემ­ზა­დოთ, რომ ეს შეხ­ვედ­რა იყოს ჩვენ­თვის უვ­ნე­ბე­ლი, ან თუ გვექ­ნე­ბა ტკი­პას­თან ექ­სპო­ზი­ცია და კონ­ტაქ­ტი, და­ვიც­ვათ თავი სხვა­დას­ხვა, ინ­ფექ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­გან.

პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ ასე­ვე იმა­საც, რომ ყვე­ლა ტკი­პა არ არის ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და ტკი­პას ნაკ­ბე­ნი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით ვირუ­სუ­ლი ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით ვინ­ფი­ცირ­დეთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა და­ა­ვა­დე­ბებ­ში გა­და­დის ტკი­პას ნაკ­ბე­ნით, ვი­ცო­დეთ, რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს კბე­ნით გა­და­ტა­ნილ და­ა­ვა­დე­ბებს, რომ შემ­დეგ დრო­უ­ლად მოხ­დეს მი­მარ­თვა ექიმ­თან.

ორ მათ­გან­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ენ­დე­მუ­რია ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის. ეს არის ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა (ბო­რე­ლი­ო­ზი) და ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა. ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა არის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია.

ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­ულ ცხე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვში შე­დის და ხში­რად გვხვდე­ბა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შიდა ქარ­თლში. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ამ რე­გი­ონ­ში, აღი­ნიშ­ნა ტკი­პას ნაკ­ბე­ნი და შემ­დეგ, პირ­ვე­ლი სა­ა­თე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რამ­დე გა­მოვ­ლინ­და სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რიც არის: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი – ეს არის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა, რომ მივ­მარ­თოთ, ექიმს.

განაგრძეთ კითხვა

The post საქართველოს ორი რეგიონი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი