სიახლე

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის განახლების პროექტების შერჩევა მიმდინარეობს

რეგიონალური სიახლეები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის განახლების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა პარკის განვითარების სამი განსხვავებული კონცეფცია განიხილეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტები ითვალისწინებს რუსთავის ცენტრალური პარკის ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, თანამედროვე რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობასა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას. კონცეფციების მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კალათბურთის...

პირველწყარო →

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის განახლების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა პარკის განვითარების სამი განსხვავებული კონცეფცია განიხილეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტები ითვალისწინებს რუსთავის ცენტრალური პარკის ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, თანამედროვე რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობასა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას.

კონცეფციების მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კალათბურთის მოედანი, სკეიტ-პარკი, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარკის ინტეგრაციას რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას.

საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრები, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროს რამდენიმე დღეში გამოავლენს.


მსგავსი