სიახლე

„ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია – გაეროს კვლევა

MegaTV

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, – ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან. გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 37% შესაფერისი პარტნიორის არარსებობას ასახელებს. კვლევაში მონაწილეთა 38% მშობლობისთვის მთავარ ბარიერად საკუთარი საცხოვრისის არარსებობას ასახელებს, 30%-სთვის კი ბარიერია ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შიშები. გარდა […]

პირველწყარო →

საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, – ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან.

გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 37% შესაფერისი პარტნიორის არარსებობას ასახელებს.

კვლევაში მონაწილეთა 38% მშობლობისთვის მთავარ ბარიერად საკუთარი საცხოვრისის არარსებობას ასახელებს, 30%-სთვის კი ბარიერია ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შიშები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მშობლობისთვის მოქალაქეები სხვა სახის პრობლემებსაც ასახელებენ:
  • პარტნიორის არასაკმარისი ჩართულობა საოჯახო საქმეებსა და ბავშვზე ზრუნვაში – 27%
  • რეგიონში/მსოფლიოში არასტაბილურობა – 23%
  • პარტნიორის სურვილი, რომ შვილები არ ჰყავდეს – 21%
  • უკვე მიღწეულია სასურველი შვილების რაოდენობა – 21%
  • მშობლობის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინები – 19%
  • სხვა ადამიანებზე/მშობლებზე ზრუნვის დიდი პასუხისმგებლობა – 19%
  • კლიმატის ცვლილება/გარემოსდაცვითი პრობლემები – 15%

კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 77% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ წინაპირობა ფინანსური უსაფრთხოებაა, 68%-სთვის ეს მეუღლის ყოლა, ხოლო 74%-სთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნაა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ საკუთარი საცხოვრებლის ფლობა, 73%-სთვის – სტაბილური დასაქმება, 60%-სთვის – განათლების დასრულება, 58%-სთვის – კარიერაში დამკვიდრება, ხოლო 34%-სთვის – სასურველი ადგილების მონახულება.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე: აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში (გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია), ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით.


მსგავსი