,,გერმანია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს შეისყიდის” – ფრიდრიხ მერცი
გერმანიამ ამერიკული წარმოების Tomahawk-ის ტიპის რაკეტების შესყიდვაზე აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია. ქვეყნის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, შესაბამისი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა. მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გერმანული მხარე ნაყიდ შეიარაღებას საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარალელურად ოფიციალური ბერლინი შიდა წარმოების გაძლიერებასაც გეგმავს. „შევთანხმდით, რომ ჩვენ ამერიკულ Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს შევიძენთ და გერმანიაში განვათავსებთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. კანცლერის განმარტებით, პარტნიორებისგან შეიარაღების შესყიდვის მიუხედავად, გერმანია არ შეაჩერებს საკუთარ თავდაცვით პროექტებს და ეროვნული სარაკეტო სისტემების შექმნასა და განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს. The post ,,გერმანია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს შეისყიდის” – ფრიდრიხ მერცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →