World MMA Awards-მა მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო სპორტის დაჯილდოებამ, World MMA Awards-მა, ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლად (Fighter of the Year) აღიარა. World MMA Awards შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს სპორტული ჟურნალისტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ირჩევენ. ნომინაციები მოიცავს წლის საუკეთესო მებრძოლს, მწვრთნელს, ბრძოლას, ნოკაუტს, ღონისძიებასა და სხვა მნიშვნელოვან კატეგორიებს, რის გამოც აღნიშნული ჯილდო MMA-ის სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. მერაბ დვალიშვილმა 2025 წელს შთამბეჭდავი ბრძოლები ჩაატარა. ქართველმა მებრძოლმა წარმატებით დაიცვა სამჯერ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი და დაამტკიცა, რომ დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი სპორტსმენია. The post World MMA Awards-მა მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →