სიახლე

თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

მედიაცენტრი

ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის ფონზე, თეირანი ვაშინგტონს მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და სამხედრო ოპერაციების სამუდამოდ შეწყვეტას სთხოვს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო აშშ-ის ბრალდება, თითქოს მათ კომერციულ გემებზე იერიში მიიტანეს და პარალელურად, მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანის ლიდერებს „ნაძირლები“ უწოდა. ამასთანავე, ირანული მხარე ამერიკელებს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს რამდენიმე ობიექტის, მათ შორის ორი სარკინიგზო ხიდის დაბომბვის გამო. თეირანში აცხადებენ, რომ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს სრუტეში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების დასაცავად. ვაშინგტონში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება თავად ირანმა დაარღვია, როდესაც სავაჭრო ხომალდებს დაარტყა. The post თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი