სიახლე

,,დაპირების მიუხედავად, დონალდ ტრამპს პუტინისთვის ჯერ არ დაურეკავს” – დმიტრი პესკოვი

მედიაცენტრი

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, კრემლი ვაშინგტონიდან დაპირებულ სატელეფონო ზარს ელოდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის ჯერ კიდევ არ დაურეკავს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ორმხრივი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რუსეთი დიალოგისთვის ღიაა და კონსტრუქციული პარტნიორობის რესურსს კვლავ ხედავს. ტრამპმა პუტინთან დაკავშირებისა და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის პირობა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დადო. ამ დიპლომატიური მოლოდინის პარალელურად, ვაშინგტონმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა დააანონსა, რაც კიევისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული საზენიტო სისტემების ლიცენზირების საკითხზე კრემლს ოფიციალური რეაგირება ჯერ არ ჰქონია. The post ,,დაპირების მიუხედავად, დონალდ ტრამპს პუტინისთვის ჯერ არ დაურეკავს” – დმიტრი პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი