ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა
ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, მათ ჯგუფურ ყაჩაღობას ედავებიან. შემთხვევა 2024 წელს მოხდა, საქმეს კი ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვნებმა თანასკოლელებს ფული სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს, თუმცა ბრალდების დადგენილებიდან არ ირკვევა, მოახერხეს თუ არა მათ თანხის წაღება. ბრალდებული მოზარდები, რომლებიც ახლა გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები, დანაშაულს არ აღიარებენ. დაცვის მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მომხდარი არა მატერიალური გამორჩენის მიზნით ჩადენილი ყაჩაღობა, არამედ მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯგუფური ყაჩაღობის მუხლი 6-დან… The post ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 მოსწავლე ამავე სკოლის 2 მოსწავლეს თავს დაესხა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →