სიახლე

თბილისის აეროპორტში წყალი ჩავიდა – შეწყდა ელექტროენერგიაც

Netgazeti

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილში, მომლოდინეთა სივრცეში წყალი ჩავიდა. „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტში განუცხადეს, რომ შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც, მგზავრებს კი უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტში აცხადებენ, რომ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ეცდებიან მოკლე დროში აღმოფხვრან პრობლემა. „უსაფრთხოების გამო მოხდა მოქალაქეების გაყვანა. დენი გაითიშა და მგზავრები გავიყვანეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადეს „ინტერპრესნიუსის“ ცნობით თბილისის აეროპორტში. The post თბილისის აეროპორტში წყალი ჩავიდა – შეწყდა ელექტროენერგიაც appeared first on Netgazeti.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი