კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევზე რუსული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო 46 მოქალაქემ, მათ შორის ორმა ბავშვმა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მედიის ცნობით, მასშტაბური თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. საჰაერო დარტყმებისა და ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევების ძირითადი ეპიცენტრი დედაქალაქის დარნიცკისა და პოდოლსკის რაიონები აღმოჩნდა, თუმცა ნგრევა დაფიქსირდა ჰოლოსიევსკისა და ობოლონსკის უბნებშიც. პოდოლსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან შენობაში ჭურვის მოხვედრის გამო მეხუთედან მეცხრე სართულამდე ბინები მთლიანად ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნანგრევებში… The post კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →