სიახლე

ავარიაში დაღუპულები სამხედროები არიან

მედიაცენტრი

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 2 მამაკაცი სამხედროები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. “დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – წერს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში. The post ავარიაში დაღუპულები სამხედროები არიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი