ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, “ჯიპი”_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე ცნობილია რომ, მცირეწლოვანი თავს კარგად გრძნობს და იგი ნიკეას ქუჩის მცხოვრებია_ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია” – წერს დავით ცხვარაძე .