დღეიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებით კონკრეტულ მარშრუტებზე მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება. „4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის მიკრორაიონებისკენ, ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი ორჯერ გაიზრდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და კომფორტულად. The post დღეიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →