სიახლე

14 წლის გოგონა უმცროსი ბიძაშვილის გადარჩენისას მდინარეში დაიხრჩო

მედიაცენტრი

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში, 14 წლის ამინა ბრედლი ბიძაშვილის გადარჩენას ემსხვერპლა. გოგონას მამამ, გლენ ბრედლიმ, განაცხადა, რომ ისინი ოჯახთან ერთად პარკში, წყალთან ახლოს ისვენებდნენ. ამინა და მისი უმცროსი ბიძაშვილი მდინარისკენ წავიდნენ. როდესაც 9 წლის ბიჭი წყალში ჩავარდა, ამინა მას მაშინვე მიჰყვა. მამის თქმით, გოგონამ ცურვა იცოდა, თუმცა მდინარეში დინება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. გლენი შვილის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში, თვითმხილველებმა ბიჭის ნაპირზე გამოყვანა მოახერხეს, ამინა კი წყალქვეშ გაუჩინარდა. The post 14 წლის გოგონა უმცროსი ბიძაშვილის გადარჩენისას მდინარეში დაიხრჩო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი