სიახლე

რუსეთმა სუმი დაბომბა

მედიაცენტრი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი ავიაბომბით დაბომბა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, სუმში დაბომბილია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. „დარტყმის ეპიცენტრში მოიქცა მრავალსართულიანი კორპუსი, მაღაზია და გზა. ადგილზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 13 წლის მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის თავდასხმას სუმიზე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა ბავშვი. კიდევ 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. The post რუსეთმა სუმი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი