
“…ხარებამ უთხრა, იარეთ ქუჩაში და ვისაც წააწყდებით, თავები დაუხეთქეთო? ამის მტკიცებულება არსებობს? თქვენ რა იცით, ოპერატიული ცნობები როგორ მოიპოვეს, მტკიცებულებები როგორ მოიპოვეს, როგორ აპირებენ მომავალში მოპოვებას?!… გამოკითხავენ ყველას იმას, ვისზეც იქნება ეჭვი, რომ ამ საქმეში იყო გარეული. და ხარება რა განსაკუთრებული თანამდებობის პირია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე უფრო დიდი თანამდებობის პირია, რომ მას ვინმემ ხელი დააფაროს თუ მტკიცებულება იარსებებს? არ არსებობს მტკიცებულება ჯერჯერობით” – ამბობს ოცნების დეპუტატი შარმანაშვილი გაეროს ანგარიშზე საუბრისას