აბაშაში საქართველოს ბანკში მძარცველი სანადირო თოფით შეიჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. The post აბაშაში საქართველოს ბანკში მძარცველი სანადირო თოფით შეიჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →