როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტების რეკომენდაციები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს სპეციალისტების რეკომენდაციებს, როგორ დაიცვას თავი მოსახლეობამ ტკიპებისგან. „თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება. ინფექციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. ორ თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე… The post როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტების რეკომენდაციები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →