უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოშია
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. The post უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოშია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →