ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. „თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე… The post ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →