სიახლე

უკრაინამ და შვედეთმა ავიაგამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე გააფორმეს შეთანხმება

მედიაცენტრი

უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E ავიაგამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე გააფორმეს შეთანხმება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 Gripen E თვითმფრინავების მიწოდება 2029 წლის დასაწყისში დაიწყება. შესყიდვა ევროკავშირის სესხითა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაფინანსდება ,,შეთანხმების თანახმად, უკრაინა ასევე მიიღებს თვითმფრინავებისთვის აღჭურვილობას, ტექნიკურ დახმარებასა და ლოგისტიკის საკითხებში მხარდაჭერას. შვედეთში უკვე მიმდინარეობს უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის წვრთნა,” – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, 2027 წლის დასაწყისში უკრაინა შვედეთისგან პირველ 16 Gripen C/D თვითმფრინავს მიიღებს, როგორც სამხედრო დახმარებას. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, Gripen თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება გარდამტეხი მომენტია უკრაინის საჰაერო ძალების კონცეფციისთვის. The post უკრაინამ და შვედეთმა ავიაგამანადგურებლის შესყიდვის თაობაზე გააფორმეს შეთანხმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი