,,დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი” – თბილისის მერი
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს. როგორც კალაძემ ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა. „დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება. ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012… The post ,,დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი” – თბილისის მერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →