ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული მუხლები გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას მისი სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. The post ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →