სიახლე

ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

Alia

ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ექსტრემალური ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს აზარალებს. ევროპის არაერთ ქვეყანაში იხურება სკოლები, ენერგოსისტემები კი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. გებრეიესუსის განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში ანომალიური სიცხეები სულ უფრო ხშირია, ხოლო კონტინენტი […] The post ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა appeared first on .

პირველწყარო →

ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრემალური ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს აზარალებს. ევროპის არაერთ ქვეყანაში იხურება სკოლები, ენერგოსისტემები კი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

გებრეიესუსის განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში ანომალიური სიცხეები სულ უფრო ხშირია, ხოლო კონტინენტი დედამიწის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად თბება. მან ევროპის ქვეყნებს მოსახლეობის მაღალი ტემპერატურისგან დაცვის სამოქმედო გეგმების ამოქმედებისკენ მოუწოდა.

ძლიერი სიცხე ივნისის ბოლოს საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს მოედო. საფრანგეთში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცხის გამო დაკრძალვის ბიუროები გადატვირთულია, ხოლო კონდიციონერებზე მოთხოვნა ევროპაში 70%-ზე მეტით გაიზარდა.

The post ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა appeared first on .


მსგავსი