სიახლე

სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს

GuriaNews

სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ […] The post სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი  ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს.

დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post სამართალდამცველებმა ძებნაში მყოფი სამი არასრულწლოვანი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი