კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გენერალ პოლ ჰოფსლოტის მიწვევით, ნიდერლანდებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან გამართულ კონფერენციას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, გენერალ პოლ ჰოფსლოტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი… The post კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - M…
პირველწყარო →