აშშ-ის არმიამ წვრთნებზე უკრაინული საზღვაო დრონები გამოიყენა
ამერიკულმა სპეციალური დანიშნულების ძალებმა, ფილიპინებში გამართული სამხედრო სწავლებისას, უკრაინული წარმოების საზღვაო დრონები Magura V5 გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს აშშ-ის მიერ აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენების პირველი შემთხვევაა. წვრთნების მიმდინარეობისას საზღვაო დრონმა სამიზნე – მწყობრიდან გამოსული საზღვაო გემი – წარმატებით გაანადგურა და ჩაძირა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები უპილოტო დრონებს ცდიან ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში დიდი გემების წინააღმდეგ საბრძოლველად იაფი გზის მოსაძებნად, მათ შორის ჩინეთისგან ტაივანის დავის პოტენციურ ოპერაციაში. უკრაინული საზღვაო დრონების მიმართ ინტერესი ასევე, გაჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მათი წარმატებული გამოყენების გამო. The post აშშ-ის არმიამ წვრთნებზე უკრაინული საზღვაო დრონები გამოიყენა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →