რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი სრულად შეაჩერა
რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურზე, „როსსელხოზნადზორზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია. უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა – შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს. „შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების… The post რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი სრულად შეაჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →