შსს-მ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისთვის ერთი ადამიანი დააკავა, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს, ხოლო მეორეს მიმართ ძებნა გამოცხადდა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ. „სამუშაოების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულებს თანხა წინასწარ გამოართვეს – ჯამში 242 000 ლარი, რაც ისე მიისაკუთრეს, რომ ვალდებულება არ შეასრულეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიება სისხლის… The post შსს-მ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისთვის ერთი ადამიანი დააკავა, მეორეზე კი ძებნაა გამოცხადებული appeared first on მედიაცენტრი მთა…
პირველწყარო →