,,სპეკულაციაა, რომ ექიმი ელენე ხოშტარიასთან შესვლას ვერ ახერხებს” – პაატა სალია
სპეკულაციაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმი ელენე ხოშტარიასთან შესვლას ვერ ახერხებს. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ამჟამად დამატებითი შემოწმებები მიმდინარეობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, სამედიცინო პერსონალისგან მიღებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ის დიაგნოზი, რაზეც ეჭვი ჰქონდა, უკვე გამოირიცხა. “პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი… The post ,,სპეკულაციაა, რომ ექიმი ელენე ხოშტარიასთან შესვლას ვერ ახერხებს” – პაატა სალია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →