,,ფოთის პორტის გაფართოება მორიგი ნიშანია, რომ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება” – კობახიძე
მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. „ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო… The post ,,ფოთის პორტის გაფართოება მორიგი ნიშანია, რომ საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება” – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →