შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 20 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს. აყვანის ოპერაციები სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა, რაც ფარულად ჩაიწერა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და… The post შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 20 ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრ…
პირველწყარო →